ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ის სოფელი, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, არ არსებობდა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
"ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამგვარი არაფერი ახსოვთ, ამგვარი არაფერი მომხდარა", - ამბობს ბეგიაშვილი.
ბაღდადის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 4 ადამიანი.
ამ დროისთვის მაშველები 5 ადამიანს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიწის მასისგან ტერიტორიის 70%-ია გასასუფთავებელი.
უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.