logo
ENG



მინსკში გამართულ მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მარშზე დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

31 აგვ 202008:46
3 წუთის საკითხავი
 

მინსკში გამართულ მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მარშზე დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. მშვიდობიან დემონსტრანტებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობას ედავებიან.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა დაკავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის და დღის პირველ ნახევარში ზუსტი სია გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.


close დახურვა