მინსკში უკრაინის კრიზისზე საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მხარეები აღმოსავლეთ რეგიონებში უკრაინისა და პრორუსი სეპარატისტების სამხედრო ძალების გაყვანის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
გეგმის თანახმად, სამხედროებს ფრონტის ხაზის ორი მონაკვეთი უნდა დაეტოვებინათ, თუმცა უკან ამ დრომდე არ დაუხევიათ. მიზეზი რეგიონში სარაკეტო იერიშების გაგრძელებაა. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24-საათში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 26-ჯერ დაარღვიეს. შედეგად 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.