ოცი წლის ბიჭის, მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სად და რა ვითარებაში მოხდა მიმალვაში მყოფი პირის აყვანა, არ კონკრეტდება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთ-შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა დაბადების დღის წვეულებაზე მყოფ ახალგაზრდას. კიდევ შვიდი დაპატიმრებული პირისთვის ოფიციალურად ბრალი ისევ არ წარუდგენიათ შემთხვევა.