ლონდონში ახალი მის მსოფლიო დაასახელეს. ტიტულის მფლობელი 23 წლის მის იამაიკა - ტონი-ენ სინგხი გახდა. ის ფლორიდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. მის იამაიკა კონკურსის ყველაზე ნიჭიერ ქალბატონადაც დაასახელეს. ჟიური მან საოპერო არიების შესრულებით მოხიბლა.
მეორე ადგილზე მის საფრანგეთი გავიდა, მესამე კი მის ინდოეთმა დაიკავა.
მის მსოფლიო წელს 69-ედ ჩატარდა და მას ამჯერად ლონდონმა უმასპინძლა. მომავალ წელს საიუბილეო 70-ე კონკურსი ტაილანდში გაიმართება.