მის სამყაროს გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გახდა. 26 წლის ზოზიბინი ტუნცი 90 კონკურსანტს შორის გამოარჩიეს. ის აქტიურადაა ჩართული ქალთა წინააღმდეგ ძალადობის კამპანიაში.
მეორე ადგილზე პუერტი რიკოს წარმომადგენელი გავიდა. მესამე კი მექსიკელმა სოფია არაგონმა დაიკავა. სილამაზის კონკურსი ატლანტაში ჩატარდა.