logo
ENG



მის სიცოცხლეს სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

04 ნოე 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
nn2sdlruh9s9dl1.png

მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულები შეიწყალა, თუმცა დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. უკვე სამი დღეა საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა სინოდის წევრთა შუამდგომლობას და შეიწყალებს თუ არა მამალაძეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. დეკანოზი, მისი ადვოკატი, ოჯახის წევრები და მთელი საზოგადოება ახლა სალომე ზურაბიშვილის განაჩენს ელოდება. 

დეკანოზ მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მამალაძის ჯანმრთელობა მძიმეა და ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით ამ ქვეყანაში სახელწიფო და საპატრიარქო ერთეულების ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს.

„ყოველი დღე, ყოველი წუთი მის სიცოცხლეს სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა. თუ არ მოხდება ეს მკურნალობა ღმერთმა დაგვიფაროს და მე არ ვისურვებდი უარეს შედეგებს, რადგან ახალგაზრდა ადამიანია. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს და დასრულდეს, რომ ერთეულების ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს არანაირი სახელმწიფო, არანაირი საპატრიარქო და არანაირი ეკლესია“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამალაძის შეწყალების საქმეს პოლიტიკური ექსპერტებიც აფასებენ, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ მამალაძის შეწყალების დროში გაწელვის მიზეზი „ქართული ოცნების“ დაკვეთაა.

„მე ვფიქრობ, რომ ან ამ შემთხვევაში ის "ქართული ოცნების" დავალების შემსრულებლად გვევლინება, როცა უარს ამბობს, ყოველ შემთხვევაში დროში წელავს დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებას, ან მასში იმძლარვა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი სინოდის წინააღმდეგ არსებულმა ჟინმა, რომელიც მან გამოამჟღავნა მისი პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში, როდესაც ის არ ერიდებოდა მკვეთრ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს ეკლესიის სინოდის მიმართ“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 


close დახურვა