ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი მთავარი არხის ჟურნალისტს დაემუქრა.
"შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები". - უთხრა მან ირაკლი ვაჩიბერაძეს. იოანე გამრეკელმა ვაჩიბერაძეს ბაღდათელი მიტროპოლიტის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გაუხსენა, როცა ეპისკოპოსმა ანტონმა მას ჯერ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ეპისკოპოს იოანეს დღეს ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობასა და ამ დღეს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ეკითხებოდნენ.
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი იყო ერთ-ერთი სასულიერო პირთაგანი, რომელიც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილეობდა. სწორედ მის თვალწინ სცემეს ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას, თუმცა, მღვდელმთავარმა ამის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.
5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. ძალადობრივი აქცია მათ შორის საპატრიარქოს ორგანიზებული იყო.