logo
ENG



მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

13 ოქტ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა. მან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს 

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთ-ერთია ოთხი მიტროპოლიტიდან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.


close დახურვა