logo
ENG



მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს, ისინი თხრილში ჩაცვივდნენ

25 აპრ 202114:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/25/r9ea9faixemcu6c.jpg

მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა ​თაიმერის ჟურნალისტს აკო ქიქავას, მთავარი არხის ჟურნალისტებს: ემა გიგოხიასა და ზვიად აბლოთიას ხელი ჰკრეს. 

ისინი თხრილში ჩაცვივდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტები ზიანდებიან

2021 წლის 8 მარტს  მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა