logo
ENG



მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა, დაშავდა 3 ადამიანი

01 დეკ 202118:22
3 წუთის საკითხავი
clock 785
2021/12/01/4xmgyn402csbbr1.jpg

მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც BBC წერს, აფეთქება რკინიგზის სადგურის სამშენებლო მოედანზე მოხდა.

მეხანძრეების განმარტებით, აფეთქება მთავარ სადგურთან ახლოს, დონერსბერგის ხიდთან ბურღვითი სამუშაოების დროს მოხდა. შემთხვევის შედეგად მიუნხენის დიდ ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ძლიერ აფეთქებას დიდი კვამლი მოყვა. აფეთქების სიძლიერის გამო გადაყირავდა ექსკავატორი.

მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი აუფეთქებელი ბომბები გერმანიაში ხშირად ჩნდება, რასაც მასობრივი ევაკუაცია მოჰყვება ხოლმე. ძირითად შემთხვევაში ექსპერტები ბომბის განმუხტვას გართულებების გარეშე ახერხებენ.

2017 წელს ფრანკფურტში 70 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა, რადგან მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი 1,4-ტონიანი ბრიტანული ბომბი აღმოაჩინეს.


close დახურვა