logo
ENG



მიუსაფარი ძაღლები უმძიმეს პირობებში

08 ივლ 202119:25
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის მერიამ ტურისტებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით ქალაქის მიუსაფარი ცხოველებისგან მასობრივი წმენდა დაიწყო - აჭარის ზღვისპირეთი 2021 წლის ცხელი ტურისტული სეზონისთვის ემზადება.  ასობით მიუსაფარი ძაღლი, მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან უზარმაზარ ნაგავსაყრელზე უმძიმეს პირობებში გადაიყვანეს და დამსვენებლის თვალს ასე მოარიდეს.

ქალაქის ცენტრალური უბნებიდან გარიდებული 500-მდე მიუსაფარი ძაღლიდან ნაგავსარელი ჯერჯერობით მხოლოდ 4-მა, განსაკუთრებით დასუსტებულმა და დაუძლურებულმა ცხოველმა, დატოვა. სასმელი წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ასობით ძაღლი უმძიმეს პირობებში უპატრონოდ რჩება.


close დახურვა