logo
ENG



მიქაუტაძე დოლიძეზე:პოლიტიკა და სასამართლო რომ შეუთავსებელია, ეს კანონში წერია

22 ივნ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დოლიძე პოლიტიკით დიდი ხანია იყო დაკავებული და ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

მიქაუტაძის თქმით, პოლიტიკა და სასამართლო შეუთავსებელია და ეს კანონშიც წერია.

„ყველა დარწმუნდა, რომ არანაირ მიზანმიმართულ კამპანიას არ ჰქონდა ადგილი და იყო კონკრეტული მითითება კონკრეტულ კანონის მუხლებზე, რომელიც ირღვეოდა მისი ქმედების შედეგად. იმაში, რომ ანა დოლიძე პოლიტიკით იყო დაკავებული მე მგონი ეჭვი არავის ეპარება და ეს დიდი ხანია ასეა. პოლიტიკა და სასამართლო რომ შეუთავსებელია, ეს კანონი წერია. მაშინ რაღა გამოდის ცილისწამება, თქვენ თითონ შეაფასეთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


close დახურვა