პარლამენტში, უვადო მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენა ხმაურით დაიწყო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, თუმცა მანდატურებმა მას ამის უფლება არ მისცეს და მიუთითეს, რომ ადგილი აივანზე დაეკავებინა.
„მიქაუტაძისთვის კომფორტული სიტუაციაა შემნილი. არცერთი მოქალაქე, არცერთი მოსარჩელე, არცერთი მხარე არ მოახვედრეს დარბაზში, რათა მიქაუტაძე არ ანერვიულდეს და ჩვენ ბიჭს დისკომფორტი არ შეექმნას ეს იმ ფონზე, როცა აპარატის თანამშრომლებითაა დარბაზი გატენილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომელიც მანდატურის შეთავაზებას არ დაეთანხმა და პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს გიორგი მიქაუტაძეს უსმენს. ოპოზიციას განსაკუთრებული მოლოდინი არც ამ კანდიდატის მიმართ აქვს და აცხადებს, რომ 11 მოსამართლიდან ცხრამ პროფეიონალიზმის, თერთმეტივემ კი პროფესიონალიზმის გამოცდა ვერ ჩააბარა.