logo
ENG



მიშა მშვილდაძე: ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ გადაცემის თემაა დარბევა, შეშა და ლობიო

27 ნოე 201910:09
3 წუთის საკითხავი
 
svreqvh4eup37l1.png

„გვინდოდა გადაცემა დაგვეწყო იმით, რომ უკვე მეხუთე დღეა, რაც არ დავურბევივართ და მშვიდობაა, მაგრამ ვერ ვერა... მეხუთე დღეს ისევ დაგვარბიეს! უფრო სწორად, ღამეს! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გადაცემის მთავარი თემა, ან დედამიწაზე რომელიმე გადაცემის მთავარი თემა ოდესმე იქნებოდა დარბევა, შეშა და ლობიო, მაგრამ რა ვქნა?! ესაა მთავარი თემა – დარბევა, შეშა და ლობიო“, - ეს განცხადება მიშა მშვილდაძემ საავტორო გადაცემაში „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ერთად გააკეთა.

გადაცემის წამყვანი შეეხო 25 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს - პარლამენტის წინ გამართულ აქციას, აქციის დროს სალობიეში მყოფ პრეზიდენტსა და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის შეშის ჩამორთმევას.

„მთავრობა დიდ ხანს ეძებდა დროის იმ მონაკვეთს, რა დროსაც აქცია აქამდე არ დაურბევია და ბოლოს დილის 5 საათი შეარჩია... სისხამ დილით, გარიჟრაჟზე, როდესაც გომბორის ქედიდან მზის პირველი სხივი გამოემართა დედაქალაქისკენ და ყინვას უნდა შებრძოლებოდა, აქციის მონაწილეებს პირველი რობოკოპი და ცივი წყლის ჭავლი დაესხა თავს... ასე იტყოდა ჩვენი პოეტი პარლამენტის თავჯდომარე, რომ იყოს ნაღდი პოეტი და ნაღდი პარლამენტის თავმჯდომარე... მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს - უპატაკა პანამელ ინვესტორს სანაცვლოდ მან", - ასე შეაფასა წამყვანმა პარლამენტთან აქციის დარბევა.

მშვილდაძემ გადაცემაში ასევე განიხილა აქციის მოანწილეებისთვის სეშის წართმევის იდეის გაჩენის სავარაუდო სქემა. 

"მე მაქვს შეკითხვა – როდესაც იდეა ქვემოდან ზემოთ ადიოდა ან როცა ზემოდან ქვემოთ ჩამოდიოდა, ამ იერარქიის რომელიმე საფეხურზე ვინმემ როგორ არ იკითხეთ, რა შეშა წავართვათ, თქვენ შ*გ ხომ არ გაქვთო?!", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე დღეს გამართულ პარლამენტის სხდომებსაც შეეხო:

„სხვათა შორის, კობახიძემ დღეს პარლამენტში სიამაყით  განაცხადა არც ერთი ნაცი არ ზის ამ დარბაზშიო, თუმცა, დარბაზში იჯდა ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თვითონვე ნაცი ეძახა. ალბათ, დასეივებული არ ჰქონდა ეს ფაილი და რესტარტის დროს წაეშალა“, - ასე შეაფასა წამყვანმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება.

წამყვანის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აქციების პარალელურად საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ერთ-ერთ სალობიეში.

„სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, როცა ქვეყანაში ეს ყველაფერი ხდებოდა, წყვილი ირანული მამლის მფლობელი და შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტი რესტორანში ლობიოს ჭამდა. სალომე, როგორც ყოველთვის, გუშინაც ცდილობდა ხალხზე ცოტა ზემოთ ყოფილიყო, მაგრამ ხალხი აღმოჩნდა იქვე. ახალგაზრდებმა სალომეს კიტრის მწნილი და ჯონჯოლი მიუტანეს. სალომე ზურაბიშვილი ხალხის შემდეგ ჯონჯოლზე მაღლაც დადგა და უარი განაცხადა ახალგაზრდების მირთმეულ მწნილზე. საქართველოს პრეზიდენტი, პატრულისა და პირადი დაცვის დახმარებით, ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ, სალობიედან პირდაპირ რეზიდენციაში წაიყვანეს. მოკლედ, თალაკვაძე იტალიიდან უფრო სწრაფად დაბრუნდა სახლში, ვიდრე სალომე სალობიედან", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

რაც შეეხება გადაცემის სტუმარს, 26 ნოემბერს გადაცემის სტუმარი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ იდეის ავტორი და სცენარისტი ქეთი დევდარიანი იყო. დევდარიანმა გადაცემის წამყვანთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

 


close დახურვა