logo
ENG



მიშა მშვილდაძე: ყველა რეგიონში შევქმნით ადგილობრივებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს

20 ოქტ 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
zbltp81seeksv6l.png

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ თელავში ავტომანქანებით მსვლელობას მართავს. აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილდებიან. „ფორმულა“ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივების გაცნობა, მათი პრობლემების შესახებ მეტის გაგება და 2020 წლის არჩევნებისთვის მოსახლეობის გამხნევებაა

"დღევანდელი აქციის პირველი მიზანია ხალხის გაცნობა. ყველა რეგიონში იქნება აქტივისტთა ჯგუფები, რადგან ჩვენ ვემზადებით მთავარი ამბებისთვის, რაც მოხდება მთელი წლის განმავლობაში. ვემზადებით იმ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად, რაც თბილისის აქციებზე დაწყო და ასევე, რაც ნაწილობრივ მივიღეთ გარკვეული შედეგით, პროპორციული იაქციების სახით 2020-ში. ამავდროულად მივიღეთ უპრეცედენტოდ ცინიკური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან - გახარიას გაპრემიერების სახით და იმ გამოძიების სახით, როგორც აწარმოებენ, როგორც სჯიან ადამიანებს. ახლა დატყვევებული ჰყავთ აქციის მონაწილეები. არც ერთი პოლიციელი დაკავებული არაა. მხოლოდ ორი ადამიანი დაიჭირეს თავიდან და ისინიც გამოშვებულები არიან უკვე გირაოთი. ეს მაშინ, როცა გირაოთი არ უშვებენ 18 ადამიანს," - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღო. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია და მომხდარი მოვლენების შემდეგ გადამწყვეტი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. როგორც მიშა მშვილდაძე განმარტავს, ერთი წლის შემდეგ გადაწყდება ქვეყნის რეალური ძალაუფლების საკითხი, ამიტომ ახლა საზოგადოების გააქტიურება არსებითად მნიშვნლოვანია

"ყველა რეგიონში ჩავალთ და შევხვდებით მხარდამჭერებს. შევქმნით ადგილობრივებისგან დაკომპლექტებულ ორგანიზაციებს, რათა მუდმივად აქტიურები ვიყოთ. მომავალი წლისთვის ყველაგან უნდა გვყავდეს ჩვენი ჯგუფი. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ამბავი ასევე ისაა, რომ ადგილობრივების პრობლემა გავიგოთ, რადგან თბილისში ხშირად ეს ამბები არ ჩამოდის. ვიცით, რომ 2020 წლისთვის ხელისუფლება ემზადება დაშინებისთვის, ამიტომ გვინდა გავამხნევოთ ადამიანები. ჩვენ გავუწევთ მაქსიმალურად დიდ წინააღმდეგობას ხელისუფლებას," - აცხადებს მშვილდაძე.

მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლა კახეთიდან დაიწყო და მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით სიმბოლურად, ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება. 


close დახურვა