logo
ENG



მიშა მშვილდაძე: შეშასთან მიდის ქვეყანაში ბრძოლა

25 ნოე 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
975qt492spqdsjo.jpg

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის თქმით, საარჩევნო სისტემა არცერთი ქალაქის მერის გადასაწყვეტი არ არის. მისივე განცხადებით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, მიდის ბრძოლა შეშის წინააღმდეგ.

„სიცივე სიმართლეს ვერ შეცვლის - არ არსებობს ტემპერატურა, რომელიც შეცვლის იმ ვითარებას და რეალობას, რაც ხდება. რეალობა არის ის, რომ დღეს ბატონმა კახი კალაძემ, თბილისის მერმა გამოგვიცხადა, რომ დაიხურა თემა, 2020-ში პროპორციული არჩევნები არ გაიმართებაო. და რა ვქნათ ახლა, დაიხურა თემა? საერთოდ რომელიმე ქალაქის მერის გადასაწყვეტი არის, პროპორციული არჩევნები ჩატარდება თუ მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში? რა შუაშია, რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ. 99% აზრზე არ არის, რა არის პროპორციულიო. ვითომ ძალიან რთული რამეა ეს პროპორციული არჩევნები - რამდენ ხმასაც მიიღებ, იმდენი დეპუტატი გყავს. ეს იმდენად რთული გასააზრებელია, რომ 1% იაზრებს, ოღონდ ჩვენ ის 1%-იც არ ვართ. ომის კანონებიც კი არსებობს, რომ არ შეიძლება რაღაცნაირად მოქცევა - შეშა მოგვპარეს, მინუს რამდენი გრადუსია ახლა, ღამით მეტი იქნება. ამის შესახებ რომ დავწერე, ერთმა მეგობარმა მითხრა, არც ვიცი რამდენად დამთხვევაა, მაგრამ გუშინ ნავთლუღში შეშა არ მოგვყიდეს, დაყადაღებულიაო. ვერ მივხვდით რა ხდებოდაო, მაგრამ დღეს რომ გაიგეს, თურმე შეშასთან მიდის ქვეყანაში ბრძოლა, მიხვდნენ. სითბო არ ემეტებათ ჩვენთვის - ამიტომ ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ევოლუცია ისე არ მოდის - ევოლუციაც ლომთა ხვედრია. ჩვენ სისხლი დავღვარეთ ამისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები და ჩვენ გვექნება პროპორციული არჩევნები. ეს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას მხოლოდ ამის გადასაწყვეტად“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დააკავა, რომლებსაც მანქანებით შეშა გადაჰქონდათ. 


close დახურვა