ფორმულას ეთერში მიშა მშვილდაძის საავტორო გადაცემა ბრუნდება.
„თითქმის ყოველ დღე მიშა მშვილდაძესთან“, სახეცვლილი ფორმატითა და სახელით ტელეეთერში ბრუნდება. „კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან“ კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს შეაჯამებს და როგორც გადაცემის ავტორი ამბობს, ერთ მთავარ თემას ჩააანალიზებს.
ფორმატის ცვლილება სწორედ გადაცემის თავდაპირველმა მიზანმა განაპირობა. ავტორებს სურთ, საკუთარი სათქმელი საზოგადოებამდე არა ყოველდღიური ამბების, პოლიტიკოსების განცხადებებისა თუ ქმედებების თავმოყრით, არამედ გაუმჯობესებული ხარისხით მიიტანონ.
გადაცემის ნახვა 13 ივნისიდან ყოველ შაბათს, კორონამიქსის დასრულებისთანავე, საღამოს 10 საათზე შეგეძლებათ.