logo
ENG



მიშელი: EU-ს დრო აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ორბანის დანიშვნა თავიდან აიცილოს

09 იან 202413:55
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს უამრავი ბერკეტი და საკმარისი დრო აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ორბანის დანიშვნა თავიდან აიცილოს. ამის შესახებ მიშელმა ბელგიურ მედიასთან განაცხადა.  

ცნობილია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ამასთან, თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს.

არჩევნები ივნისშია დაგეგმილი. როტაციის წესით კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა უნგრეთი ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ მანამდე შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევენ, სხდომებს ვიქტორ ორბანი გაუძღვება, რომელიც წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებოდა და კიევისთვის 50 მილიარდიან დახმარებასაც ბლოკავს.


close დახურვა