logo
ENG



მიშელი დონეცკის და ლუგანსკის აღიარებაზე: საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

21 თებ 202223:58
3 წუთის საკითხავი
 
მიშელი დონეცკის და ლუგანსკის აღიარებაზე: საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმების დარღვევაა. 

მიშელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირს ამაზე რეაგირება ექნება.

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცით და სოლიდარობით", - წერს მიშელი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.


close დახურვა