logo
ENG



მიშელის თქმით, EU-მ უნდა მიიღოს რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ

24 სექ 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
მიშელის თქმით, EU-მ უნდა მიიღოს რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა მიიღოს რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.

POLITICO-სთან ინტერვიუში მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს, კრემლის იარაღად იქცეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გარშემო "ტყუილების ქსელი შექმნა".

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამინდელი შემადგენლობით "არც ინკლუზიური და არც წარმომადგენლობითია" და მისი რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მიშელის აზრით, რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო საბჭოდან უნდა გაირიცხოს.

„ვეტოს გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს მაგრამ ის წესად იქცა. როცა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს, ამ წევრის გარიცხვა ავტომატურად უნდა მოხდეს“ -  განაცხადა მიშელმა.


close დახურვა