logo
ENG



მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება

16 დეკ 202321:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/klei0tphou0944u.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, 18 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

უწყების ცნობით, ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.

"ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია", - წერია განცხადებაში.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.


close დახურვა