logo
ENG



მიწისძვრა ალბანეთში - დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

26 ნოე 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
0nfio77v1ht3p4o.jpg

ალბანეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 600-ს აჭარბებს. 6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს გამთენიას მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, 34 კილომეტრის დაშორებით იყო. ტირანასა და რამდენიმე სანაპირო ქალაქში დანგრეული საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას სამაშველო ჯგუფები ცდილობენ. სტიქიის ზონაში ერთი დღით შეწყდა სასწავლო პროცესიც. ალბანეთის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა ბოსნიაშიც, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 


close დახურვა