logo
ENG



მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში - განახლებადი ინფორმაცია

07 თებ 202309:50
3 წუთის საკითხავი
 

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.მიწისძვრას ათობით შემდგომი ბიძგი მოჰყვა. შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება -  მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შემობიდან მოუწევთ.

 

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა

07.02 - 08:55

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 2 921 ადამიანი, დაშავებულია 15 834. სირიაში ოფიციალური პირები აცხადებენ 1 451 დაღუპულისა და 3 531 დაშავებულის შესახებ.

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან ძლიერი ბიძგები - 5,5 მაგნიტუდა დაფიქსირდა სამშაბათს დილით.

 

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 400-ს გადააჭარბა

07.02 - 02:04

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 400-ს გადააჭარბა, დაშავებულების რიცხვი კი 15 762-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 2316 ადამიანი ემსხვერპლა, 13 293 - დაშავდა. სირიაში კი ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 1 136 -ს შეადგენს, დაშავდა 2 469 ადამიანი.

ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

 

CNN: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 700-მდე გაიზარდა

06.02 - 23:55

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 700-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 1 651 ადამიანი ემსხვერპლა, 11 119 - დაშავდა. სირიაში კი ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 1 050-ს შეადგენს, დაშავდა 2 453 ადამიანი.

 

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

 

06.02 - 19:50

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

 

BBC: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა

06.02 - 18:50

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 1 498-მდეა გაზრდილი, ხოლო სირიაში, ამ დროის მონაცემებით, 810 ადამიანია დაღუპული.

 

BBC: თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა

06.02 - 17:40

თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა. ქვეყნებში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 1 121-ს შეადგენს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 783-ია.

 

 

ილია II-ის სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს

06.02 - 17:37

"მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.

ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ".

 
 

CNN: თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

06.02- 15:25

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5,385.

სირიაში სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 371 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში. დაშავდა 1,089 ადამიანი

 

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

06.02 - 14:47

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას აღემატება.

 

 

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

06.02 - 14:40

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

 

CNN: თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

06.02 - 14:34

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთში, სულ მცირე, 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 386 ადამიანი ემსხვერპლა. 

 

 

საქართველოს მთავრობა: თურქეთში შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გავგზავნით

06.02- 13:15

საქართველოს მთავრობის ცნობით, თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნიან. ამის შესახებ მთავრობა განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ღარიბაშვილი: ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით, მზად ვართ, აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება

06.02- 11:40

"უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება."-წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

 

 

 

 

 


close დახურვა