logo
ENG



მიწისძვრით დაზარალებულები მერიასთან შიმშილობას აანონსებენ

16 ოქტ 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
zhuorlky1raf7lo.png

2002 წელს მიწისძვრით დაზარალებულები ამ დრომდე თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, თბილისის მერიამ დაზარალებულთა  ნაწილს ფართები საკუთრებაში არ გადასცა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მათი მოთხოვნა ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია.

"მივმართეთ არაერთხელ მერიას, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა ყველაფერი. გვეუბნებიან, ხომ არავის გაგდებთო.. ეს მასხრად აგდებაა. თუ მხარში არ დაუდგებიან, ხვალიდან უკვე მერიაში შიმშილობას ვაცხადებთ,"- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ლაურა მახარაძე.

48 ნომრის კორპუსის მაცხოვრებლებს "ერთიანი მაციონალური" მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი შეხვდა. მისი თქმით, დაზარალებულებს ფართები კანონის შესაბამისად რაც შეიძლება დროულად უნდა გადაეცეთ.

"ჩვენი მოთხოვნაა, კანონის შესაბამსიად ადამიანებს ეს ბინები საკუთრებაში გადასენ. მუ ელოდებიან 2020 წლის არჩვენებს, რომ წინასარჩენოდ გადასცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხს სხდომაზე, მათ შორის საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ. დედაქალაქის მერს მთავრობის სხდომაზეც მივმართავთ,"-აცხადებს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ანა პოლიტკოვსკაიას 48 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები დაზარალდნენ.

 


close დახურვა