logo
ENG



მიხაილ როთი ევროკავშირის ლიდერებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს

10 დეკ 202411:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/rbtnr3m0m9ad6au.jpg

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირის ლიდერებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.

როთი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევოკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას მიმართავს.

"რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ", - წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.


close დახურვა