logo
ENG



მიხეილ ბენიძე: ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდეს, პროპორციული სისტემაც შესაძლებელია

20 ნოე 201921:36
3 წუთის საკითხავი
 
9jvba6at2duf69s.jpg

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის აზრით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება.

„მე მგონია, რომ გერმანული მოდელიც შესაძლებელია და, ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდეს, პროპორციული სისტემაც. მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს პროპორციული არჩევნები. ამას დაგვპირდნენ და ამას ვითხოვდით. აქ არის პოლიტიკური ნების საკითხი. დღეს გამოვიდა და ამბობენ, რომ სრულად მაჟორიტარულზე უნდათ გადასვლა, აქაოდა ხალხს შეეშინდეს, უარესს გთავაზობენო. ამბობენ, დიდ ბრიტანეთშიაო მაჟორიტარული სისტემა. ჩვენს რეგიონში ასეთი სისტემა არის ბელორუსში - რა გამოიწვია ამან? პოლიტიკური პარტია აღარ არის ბელორუსში, არის ერთი კაცი. წინა მოწვევაში ორი კაცი ჰყავდათ ოპოზიციონერი - ახლა არცერთი“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

მიხეილ ბენიძე სოფო ზურაბიანის სტუმარია გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.


close დახურვა