„არაერთი პირი, რომლებსაც ტელევიზიით ვხედავთ მათ შორის ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელია,“ - ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „ფორმულას“ ეთერში აკეთებს. მისი განცხადებით, რადიკალური ჯგუფების წევრებს რუსეთის სახელმწიფოსთან აქვთ კავშირები.
„არაერთი პირი, რომლებსაც ტელევიზიით ვხედავთ მათ შორის ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელია, ბატონ ბრეგაძესაც ხშირი კავშირები აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რუსეთი როგორც მოქმედებს. რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია არის, რომ სხვადასხვა ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების გახლეჩით საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას. ამას რუსეთი იყენებს საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით,“ - განაცხდა არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენელმა.