logo
ENG



მიხეილ ბენიძე: პროპორციული არჩევნების შემთხვევაში გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი

27 ნოე 201922:13
3 წუთის საკითხავი
 
do8y77wkrr3o2co.jpg

პროპორციული არჩვენების შემთხვევაში გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი და ამას შედეგებიც აჩვენებს - ასე აფასებს "ედისონ რისერჩის" კვლევის ახალ შედეგებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სოფო სურაბიანის გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა". მისი თქმით, ზუსტად ამ მიზეზის გამო მმართველ გუნდს არსებული მოდელის შეცვლა არ სურს. 

"პროპორციული არჩევნების შემთხვევაში გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი და ამას შედეგებიც აჩვენებს. ყველაზე კარგი ახსნა არის ეს, რომ ბევრი პარტია ხვდება პარლამენტში და რასაც იმსახურებენ იმდენი მანდატის გადანაწილება ხდება. იგივე ნაირად რომ გადაანაწილოთ დღეს არსებული მოდელის შემთხვევაში "ქართული ოცნება" იმ თავისი 36 %-ით, რომ ჩავთვალოთ ეს მაჩვენებელი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, მაინც მიიღებს უმრავლესობას. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ხელისუფლება ცდილობს ამ მოდელის არ შეცვლას, არის ის რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს და დარჩეს მმართველი გუნდის მიერ მობილიზებული საზოგადოება, რომელიც მხარს მას დაუჭერს",-აცხადებს ბენიძე. 


close დახურვა