logo
ENG



მიხეილ გელა სალუაშვილი ბოკერიას მიმართავს: წაიკითხეთ სახარება

15 აპრ 202016:13
3 წუთის საკითხავი
 
9gjibl1cuagil8v.jpg

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ გელა სალუაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას სოციალურ ქსელში ღია მიმართვას უგზავნის და სახარების წაკითხვას ურჩევს.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ღია მიმართვა
საქართველოს პარლამენტის წევრ
ბ-ნ გიგა ბოკერიას!

ბატონო გიგა! ვხელმძღვანელობთ რა უფალ იესო ქრისტე მიერ დაფუძნებული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი მოწოდებით, რომ
ეკლესია, სხვა მრავალი ქმედების პარალელურად - სულით ავადმყოფთა გამოჯანმრთელებისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას,

მ ო გ ი წ ო დ ე ბ თ !

წაიკითხეთ სახარება, კერძოდ - პეტრე მოციქულის შეგონება:

„იფხიზლეთ, იღვიძეთ, ვინაიდან თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს მსხვერპლს“ [1-ლი პეტრე 5,8].
და იქნებ მონახოთ - ეშმაკის მიერ შეპყრობილ თქვენს სულში ძალა, რათა ეკლესიის წიაღში მისვლით შეიძლოთ თქვენს სხეულს დაფუძნებული ეშმაკის გამოდევნა...

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!
პატივისცემით

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი
„ლაზარეს ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი

მიხეილ [გელა]
სალუაშვილი
2020 წლის 15 აპრილი“, - ნათქვამია მიმართვაში.


close დახურვა