logo
ENG



მიხეილ კალანდიას ადვოკატს დღეს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

10 თებ 202009:20
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ კალანდიას ადვოკატს დღეს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. საქმე საქართველოს უზენაეს მოსამართლეს, გიორგი შავლიშვილს ეხება, რომელსაც საქმეში ბრალდებული კიდევ ორი მოზარდის, ჯანაშიასა და ბარბაქაძის განაჩენი და საქმის ოქმები უნდა წარედგინა.

ზურაბ თოდუას განცხადებით, სანამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი არ იქნება, კალანდიას ვერ დაკითხავენ. გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანის შემდეგ კი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც დაცვის მხარე კვლავ მტკიცებულებების წარდგენას განაგრძობს.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დოკუმენტების გარეშე, რომელიც შავლიშვილმა დაცვის მხარეს არ გადასცა, აუცილებელია ორივე მხარისთვის.

„მოსამართლე ვალდებული იყო ჩვენთვის გადმოეცა გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი და ამ საქმეზე არსებული სხდომის ოქმები. მიუხედავად კანონიერი მოთხოვნისა, სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და გენერალური პროკურორისგან ვითხოვ დაიწყოს დევნა ამ ადამიანის მიმართ. მიმდინარეობს დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა მაგრამ მანამ, სანამ ეს განაჩენი არ მექნება ხელზე, მე შემდგომ დაცვის სტრატეგიას ვერ ვაყალიბებ ვერანაირად, რამეთუ ეს არის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება. სანამ განაჩენი არ მექნება კალანდიას ჯერჯერობით ვერ დავკითხავთ“, - აცხადებს ზურაბ თოდუა. 


close დახურვა