logo
ENG



მიხეილ სააკაშვილთან საკანში მისი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა

17 ოქტ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილთან საკანში მისი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა. შესვლამდე მან თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ექიმების კონსილიუმის შეხვედრა სამშაბათს, 19 ოქტომბერს შედგება. 

დღეს ნიკოლოზ ყიფშიძე შეხვდება ციხის ექიმებს და მიხეილ სააკაშვილის ანალიზებს გაეცნობა.  

"სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან ვამბობ, რომ - უარესად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვიტყოდი, რომ დაკამაყოფილებელია. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ჩაგაჯინოთ საკანში და 2 კვირა არაფერი გაჭამონ, იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?". - თქვა ყიფშიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 17 დღეა, შიმშილობს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო. 


close დახურვა