მიხეილ სააკაშვილი გირჩის დაკავებულ წევრს, იმედა კლდიაშვილს მადლობას უხდის.
იმედა კლდიაშვილი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო. ის სუს-ის შენობასთან ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიციელებმა ის მანქანიდან გადაათრიეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ის სუს-ის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.
"ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს.
ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ". - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მანდ მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის წევრს, იზა ჩირგაძესაც, რომელზე ზეწოლის შესახებ ლაპარაკის გამო დააკავეს იმედა კლდიაშვილი.
თავად იზა ჩირგაძეც რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ, ვინაიდან გაყალბების სქემების შესახებ ოპოზიციასთან ლაპარაკი სცადა. ჩირგაძემ მოგვიანებით ილაპარაკა მასზე ზეწოლის და არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ.
"ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის. ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ". - წერს მიხეილ სააკაშვილი.