logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას ეხმაურება

21 თებ 202019:38
3 წუთის საკითხავი
 
noc6rw7jwray9dx.jpg

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა გაიყიდება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს ქუთაისში პარლამენტის გადატანის მიზეზი დასავლეთ საქართველოს გაძლიერება იყო.

„საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი მავნებლობა, ქუთაისის საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა. ქუთაისში პარლამენტის გადატანა ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის, ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაფუძნებას ემსახურებოდა. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას. ივანიშვილმა ეს უნდა გააჩეროს და მოსპოს იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი გავერანებული საქართველოა, დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი აუცილებლად დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში“,-განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული პირისთვის. იმედი გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების. ეს ძალისხმევა ემსახურება ერთ ამოცანას, ერთ ხედვას, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ ერთიან, ევროპული ყაიდის საქართველოში, სადაც თითოეული ადამიანის და ჯგუფის უფლებები და იდენტობა არის დაცული. ეს არის ჩვენი მიზანიც, გზავნილიც, მათ შორის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთაც მავთულხლართებს მიღმა ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვთ, როგორც იდენტობის, ისე ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით"- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი

 


close დახურვა