logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს

10 თებ 202320:13
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს. მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების გამო კონსილიუმთან შეხვედრას ითხოვს. პატიმრის მიმართვაში რამდენიმე აქცენტი იკვეთება. 

სააკაშვილი წერს, რომ ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს რამდენჯერმე მიმართა. მესამე პრეზიდენტის თქმით, კონსილიუმის გაგზავნას პოლიტიკური ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის. ლომჯარიას ვადის ამოწურვის შემდეგ ახლა მის მოვალეობას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს. 

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.


close დახურვა