logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში გრიგოლ ვაშაძე მივიდა

23 ოქტ 202115:18
3 წუთის საკითხავი
clock 1253
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში გრიგოლ ვაშაძე მივიდა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი და წევრი, გრიგოლ ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა. 

ციხეში შესვლის წინ ჟურნალისტებთან მან კომენტარი არ გააკეთა. 

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის 23-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილის პირადმა ექიმმა 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ციხეში გადასხმა ჩაუტარდა, რადგან მისი სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

 

close დახურვა