კლინიკა ვივა მედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და შეუერთდნენ უკრაინის მოთხოვნას, დააბრუნონ მესამე პრეზიდენტი კიევში. არ წყდება საერთაშორისო შეშფოთება იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც სააკაშვილი საზოგადოებამ იხილა. აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს ისიც, რომ პაციენტთან არ უშვებენ ევროპელ ექიმებს. მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება არ აქვთ დეპუტატებსაც.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვივამედთან
04 ივლ 202320:00
3 წუთის საკითხავი