ქართული ოცნების მიერ არამიზნობრივ ხარჯვაში ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კორუფციაში თავად პროკურორები ამხილა. მესამე პრეზიდენტმა ქართული ოცნების პერიოდში გამდიდრებულ ჩინოვნიკთა სახლების ფოტოები გამოაქვეყნა. სააკაშვილის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. პროკურორები პატიმარს სიტყვას აწყვეტინებდნენ.
პროცესზე გამოძახებული იყო ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი. ჩუბინიძემ ჩვენება არ მისცა. არადა ბრალდებულია თემურ ჯანაშია, საინტერესოა, როგორ იხარჯება ფული ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.