logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის საქმე

07 ოქტ 202111:24
3 წუთის საკითხავი
 

პროტესტი ციხის გარეთ და შიმშილობის მეშვიდე დღე საკანში. არ არის გამორიცხული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, რადგან ის საკვების მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. ამას ისიც ემატება რომ სააკაშვილი ინფრომაციულ ვაკუუმშია, ყოფილ პრეზიდენტს ტელეფონითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება არ აქვს. ციხის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პრეზიდენტისთვის ტელევიზორს ვერ გამოყოფონ, რადგან მარაგი ამოეწურათ. ამ ყველაფრის პარალელურად კი მსჯვარდებული პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლო პროცესების დაუყოვნებლივ ჩანიშვნას მოითხოვენ. 


close დახურვა