logo
ENG



მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

24 იან 202319:50
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტი, რომელიც ისედაც მძიმე პაციენტია, კორონავირუსით დაინფიცირდა. კლინიკაში კი, ბოლო პერიოდში, მნახველების შეზღუდვის გადაწყვეტილება სწორედ კარანტინის მიზეზით მიიღეს. დგას თუ არა პაციენტის რეანიმაციაში გადაყვანის საჭიროება? კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ვივა მედში კონსილიუმი შეიკრიბა. "აქვს მაღალი სიცხე, მდგომარეობა საყურადღებოა" - ამბობენ კლინიკაში. ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსის წყარო შესაძლოა, ექთანი ყოფილიყო, რომელმაც ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ კორონავირუსის გამო გუშინ სასამართლოს ჩვენება ვერ მისცა.


close დახურვა