logo
ENG



მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ

15 ივნ 202619:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/wwy5rhe0xoiktpb.png

მიხეილ ყაველაშვილი და სერბეთის პრეზიდენტი მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას "ოცნების" პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნულია პრესრელიზში.


close დახურვა