logo
ENG



მკაცრდება სასჯელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირებისათვის

30 ოქტ 201914:48
3 წუთის საკითხავი
 
qwa4nnccwzo6jm3.png

მკაცრდება სასჯელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირებისათვის. შეიქმნება პედოფილიაში ბრალდებულთა ბაზა და ასეთ პირებს აეკრძალებათ საგანმანათლებლო ადგილებში მუშაობა. კანონპროექტსს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. დღეს ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.  

"შშს-მ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის უფლებების შეზღუდვას ჩამორთმევას ითვალისწინებს. მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმრზდელო დაწესებულებებში მუშაობა. ასევე შეიქმნება სქესობრივ დანაშაულებებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა. 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა,“ - განაცხადეს ბრიფინგზე.

შსს-ს იფნორმაციით, ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 ადამიანი, რომელთაგან 114 მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

„არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები,“- აღინიშნა ბრიფინგზე.  


close დახურვა