logo
ENG



მკვლელი ლიფტების ქალაქი

18 იან 202319:58
3 წუთის საკითხავი
 

კალაძე პასუხისმგებლობის ტვირთს სრულად იხსნის და ამჯერადაც მოსახლეობას უნაწილებს. ვაზისუბანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა გაუმართავმა ლიფტმა ცოლ-ქმარი იმსხვერპლა, მერი პოლიტიკურ სპეკულაციაზე ალაპარაკდა. კალაძე ამბობს, რომ ლიფტი კონკრეტული კორპუსის მცხოვრებლების საკუთრებაა და სწორედ მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს რეაბილიტაცია-განახლება. მხოლოდ ამ დღეებში, ფორმულას რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ ლიფტებთან დაკავშირებული საგანგაშო ვითარების გამო მერიას მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ოპოზიცია კალაძეს უხსნის, რომ ყოველი ტრაგედიის შემდეგ გადაბრალების რეჟიმში ყოფნა დაუშვებელია.


close დახურვა