ბათუმში მკვლელობას, შესაძლოა, თვითმკვლელობა მოჰყოლოდა, მაგრამ შენობიდან გადმომხტარი სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ გადაარჩინა. ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია.
მკვლელობა ბათუმში წუხელ მოხდა. დაღუპულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთ კაფეში დაწყებული კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა.