logo
ENG



მკვლელობის საქმე - შაბათის ფორმულა

03 თებ 202420:59
3 წუთის საკითხავი
 

მრავლობითი დაზიანებები თავზე, სახეზე და სხეულზე. სისხლ-ნაჭდევები, რომელიც მძიმე და ბლაგვი საგნებითაა მიყენებული - სიცოცხლის დროინდელია. ექსპერტიზის ეს ხმაურიანი დასკვნა, რომელიც 22 წლის ლუკა ლაცაბიცის საქმეზე, ერთწლიანი დაგვიანებით გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე დაზიანებები, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიაყენეს. რა მოხდა თბილისის ზღვაზე, სადაც ახალგაზრდა კაცი დამხრჩვალი იპოვეს, ამ დრომდე არც გამოძიებამ იცის და შესაბამისად არც ოჯახმა. ლუკა ლაცაბიძის დედა, შაბათის ფორმულასთან ჯერ კიდევ გასულ თვეს ამბობდა, რომ მისი შვილი მოკლულია - ამ ვერსიას ამყარებს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის გასაჯაროების შემდეგ, გამოძიებამ როგორც მინიმუმ, საქმის კვალიფიკაცია უნდა შეცვალოს.


close დახურვა