logo
ENG



მკურნალობა თურქეთში, ამანათები საპატიმროში-შეზღუდვების მომდევნო ეტაპი ამოქმედდა

20 მაი 202008:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში პანდემიის პროცესში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი იწყება. დღეიდან ქვეყნის მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში წასვლა შეეძლებათ.

შეზღუდვები მსუბუქდება პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა იქნება შესაძლებელი. საკვები პროდუქტის გარდა ყველა ამანათი დეზინფექციას გაივლის. 

ასევე დღეიდან სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელებაც იწყება. ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე „ლიბერთი ბანკის" ფილიალებში.

"დღეიდან ყველა პენიცენციურ დაწესებულებაში განახლდა ამანათების შეგზავანა. განახლდა ფეხსაცმლის, საკვების, პირადი ნივთების ამანათი, რომელიც შეიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა საკვებისა, რომელიც გაივლის შესაბამის დეზინფექციას. აღნიშნულ პროცესს სჭირდება გარკვეული დრო",-აცხადებს ნიკა ცხვარიაშვილი. 

 

 


close დახურვა