ფორმულას ექსკლუზიური რეპორტაჟის გაგრძელება! სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა მოქალაქეებმა გერმანიაში დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს, ახლა კი ბრძოლას ქართულ სასამართლოში განაგრძობენ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგ. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. საქმე ეხება გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს, რომლთა პრობლემების შესახებ ფორმულა ექსკლუზიურად გიყვებოდათ. დასაქმებულები მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ. პროფკავშირის ცნობით, 2021 წელს გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, მუშებს "გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმეს".
მოგებული სარჩელი
04 ივლ 202220:39
3 წუთის საკითხავი