logo
ENG



მოვაჭრეები აქციას მართავენ და ფართის გადასახადის განახევრებას ითხოვენ

03 სექ 202112:20
3 წუთის საკითხავი
 

მოვაჭრეები აქციას მართავენ და ტრანსპორტის აღდგენამდე ფართების გადასახადის შემცირებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გამო ბაზრობაზე ხალხი აღარ დადის და გადასახადების გადახდა უჭირთ.

აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რამდენიმე წუთში თბილისის მერიისკენ მსვლელობით გაემართებიან, სადაც განცხადებას ჩააბარებენ და გადასახადების განახევრებას მოითხოვენ.

"ველოდებოდით ტრანსპორტის გახსნას, ვეღარ ვიხდით გადასახადებს, ვითხოვთ მიიღონ დადგენილება, რომ განახევრდეს გადასახადები, სანამ ტრანსპორტი გაიხსნება. ბევრი ვერ დადის სამსახურში... ტაქსით უნდა მოხვიდე, მე თუ მოვედი, კლიენტი ვერ მოდის ტაქსით. ბაზრობა არის ცარიელი, ტაქსის ფულიც ხანდახან არ მაქვს და მეზობლისგან ვსესხულობ", - ამბობს აქციის მონაწილე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 

ტრანსპორტზე შეზღუდვა 3 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით ის 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.


close დახურვა