logo
ENG



მოვაჭრეებმა ფოთის ბაზარში მუშაობა განაახლეს

24 ივნ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ბაზარში, სადაც გუშინ, გვიან ღამით ხმაური იყო, მოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს. გუშინ ისინი სავაჭრო დახლების დემონტაჟს აპროტესტებდნენ, მათი თქმით, მერიის თანამშრომლებმა დახლები მათთან შეუთანხმებლად დაარბიეს.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელეს. ბაზრის დირექტორის თქმით, მას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.


close დახურვა