logo
ENG



მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გახსნან გამშვები პუნქტები - ელიზაბეტ რუდი

01 ნოე 201912:00
3 წუთის საკითხავი
 
31687qczje4x9eo.png

დიდი მწუხარებით და შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რომლებიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გაერო მხარს უჭერს თავისუფალი გადაადგილების პრინციპებს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეტ რუდი კი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული, შექმნილი სიტუაციისა და გამშვები პუნქტების გამო, რა თქმა უნდა მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევაა ის შეემატა იმ ტრაგიკულად გარდაცვლილ სიას, რომელშიც შედიან ოთხოზურია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია და ბაშარული. მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას გახსნან გამშვები პუნქტები და იყოს წვდომა ჰუმანიტარულ განცხადებაზე, ასევე ნება მიეცეთ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს შევიდენე ამ ადგილებში რათა გაეცეს პასუხი არსებულ მდგომარეობას“,-განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

 


close დახურვა